ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1007 ადამიანი გარდაიცვალა

18:47, 10.08.2020

ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1007 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, „კოვიდ-19“-ით 44 386 ადამიანია გარდაცვლილი.

საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 2 215 074 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 634 935 კოვიდინფიცირებული ქვეყნის სხვადასხვა საავადმყოფოში მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს.

ინდოეთში ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, ყოველდღიურად კორონავირუსის 60 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

მსგავსი