ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

ინდოეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა – 87 115 შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების საერთო რიცხვმა ოთხ მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება ავრცელებს.

ინდოეთში ბოლო 13 დღის განმავლობაში კორონავირუსი ერთ მილიონ ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა ქვეყანაში 69 500-ს აღემატება.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.