ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 97 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

10:13, 12.09.2020

ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი, 97 570 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის უწყება აქვეყნებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ინდოეთში კორონავირუსის 4 მილიონ 650 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 77 472 პაციენტი გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით ინდოეთი აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

მსგავსი