ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი – 89 706 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

12:29, 09.09.2020

ინდოეთში „კოვიდ-19“-ით 89 706 ადამიანი დაინფიცირდა, 1 115 პაციენტი კი გარდაიცვალა.

როგორც „ესოშიეითიდ პრესი“ ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 4 37 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 73 890 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ვირუსის გავრცელების მაჩვენებლით, ინდოეთი მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა.

მსგავსი