ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 90 632 შემთხვევა დაფიქსირდა
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 90 632 შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 90 632 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსით 4,1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 70 626 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსის გავრცელების მიხედვით ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა.