ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 392 შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 392 შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინდოეთში „კოვიდ-19“-ის 190 535 შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 5 394 ადამიანი.