ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 78 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 78 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობის ანტირეკორდი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსის 78 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ მაჩვენებლით ინდოეთმა მსოფლიო რეკორდი მოხსნა.

მანამდე, ერთ დღეში ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა აშშ-ში, 16 ივლისს იყო დაფიქსირებული და 77 299 შემთხვევა შეადგენდა.

ინდოეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის შედეგად 63 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.