ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 64 553 შემთხვევა დაფიქსირდა
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 64 553 შემთხვევა დაფიქსირდა

ინდოეთში ზედიზედ მეექვსე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 60 000-ს აჭარბებს. ინფორმაციას ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ვირუსი ქვეყანაში კიდევ 64 553 ადამიანს დაუდასტურდა.

ინდოეთში „კოვიდ-19“-ის შედეგად სულ 48 040 ადამიანი გარდაიცვალა.

ინდოეთი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყენაში აღრიცხულია 2,4 მილიონი ინფიცირებული.

აქტიური ინფიცირებულების რაოდენობა ქვეყანაში 14 აგვისტოს მონაცემებით 661 595-ს შეადგენს.