ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 50 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 50 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში, „კოვიდ 19“-ის 50 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე კი, 1,7 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა „კოვიდ 19“.

ახალი შემთხვევების უმეტესობა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ანდრა პრადეშის შტატში აღრიცხეს.

ინდოეთში კორონავირუსის გამო კარანტინი მარტის დასაწყისში გამოცხადდა. ივნისის ბოლოს, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კი, ვირუსის გავრცელების ტემპმა მოიმატა.