ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 44 059 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 511 პაციენტი კი გარდაიცვალა

09:59, 23.11.2020

ინდოეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 44 059 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 511 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას „გამოცემა“ გარდიანი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში ვირუსის ცხრა მილიონ სამასი ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა.

ვირუსის გვარცელებიდან დღემდე, ინდოეთში 133 738  პაციენტი გარდაიცვალა. „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რაოდენობით ქვეყანა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ მესამე ადგილზეა.

მსგავსი