ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 366 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 3 754 პაციენტი კი გარდაიცვალა
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 366 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, 3 754 პაციენტი კი გარდაიცვალა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 366 000-ზე მეტი  შემთხვევა გამოვლინდა. 10 მაისის მონაცემებით, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი შემცირდა.

მანამდე, ბოლო სამი დღის განმავლობაში ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი 400 000-იან ნიშნულს აჭარბებდა. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს 3 754 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყების შემდეგ, ინდოეთში კორონავირუსი 22.66 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 246 116 კი გარდაიცვალა.

დელიში, უტარ პრადეშში და ჰარიანაში შემზღუდველი ზომები 17 მაისამდე იმოქმედებს. ტამილ ნადუში, რაჯასტანში და პუდუჩერიში ორკვირიანი შეზღუდვები გამოცხადდა. ეს ნიშნავს, რომ 10 მაისიდან, ინდოეთის დიდ ნაწილში მკაცრი შეზღუდვები ან ჩაკეტვის მსგავსი შეზღუდვები იმოქმედებს.