ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 260 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა, 1 761 პაციენტი კი გარდაიცვალა
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 260 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა, 1 761 პაციენტი კი გარდაიცვალა

ინდოეთში კვირის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები 1.6 მილიონით გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 260 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 1 761 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 180 530-ს შეადგენს.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ჯამში 15.3 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.