ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 126 789 შემთხვევა გამოვლინდა, 60 ათასი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 126 789 შემთხვევა გამოვლინდა, 60 ათასი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 126 789 შემთხვევა გამოვლინდა, 60 ათასი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში უკვე მეხუთე დღეა, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 100 ათასს აღემატება.

დედაქალაქში ამოქმედებულია კომენდანტის საათი. მოქალაქეებს ღამის საათებში გარეთ გასვლა შეუძლიათ მხოლოდ ვაქცინაციის მიზნით. ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინდოეთში კორონავირუსით 13 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, 166 ათასზე მეტი პაციენტი კი გარდაიცვალა.