ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 57 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 764 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 57 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 764 ინფიცირებული კი გარდაიცვალა

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში ახალი კორონავირუსი 57 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინდოეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსულ ინფექციას 764 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყებიდან ამ დრომდე კი კოვიდ – 19-ით ჯამში 36 511 ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უკვე მესამე დღეა, რაც ქვეყანაში ყოველდღიურად ინფიცირების 50 000-ზე მეტი შემთხვევა ვლინდება.