ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 45 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 45 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით ავტოსაგზაო შემთხვევას 45 ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა ბენგალის შტატში მოხდა, მგზავრებით სავსე ავტობუსი ხიდზე გადასვლისას დამცავ ჯებირს შეეჯახა და მდინარეში გადავარდა.

გამოძიების ვერსიით, ავარიის მიზეზი შესაძლოა, ცუდი ხილვადობა გამხდარიყო. თუმცა, ერთ-ერთი გადარჩენილი მგზავრის განცხადებით, მძღოლი მგზავრობისას მობილურ ტელეფონზე ხშირად საუბრობდა.

ავტობუსში სულ 56 ადამიანი იმყოფებოდა. დაკარგული მგზავრების გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.