ინდოეთში ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში ავტობუსი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 45 ადამიანი დაიღუპა.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, შემთხვევა ტელანგანას შტატში მოხდა.

პოლიციის ინფრომაციით, ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

ავტოკატასტროფის დროს ავტობუსში 60-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა.

ინდოეთში ყოველწლიურად ავტოავარიებში 150 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება.