ინდოეთში ავტობუსის არხში გადავარდნას 29 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში ავტობუსის არხში გადავარდნას 29 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში ავარიას 29 ადამიანი ემსხვერპლა. ინდური მედიის ინფორმაციით, ავტობუსი ქალაქ აგრაში ​არხში გადავარდა. ინციდენტის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უტარ-პრადეშის პოლიციის ცნობით, ავტობუსის მძღოლს ჩაეძინა, რაც ავტობუსის არხში ჩავარდნის მიზეზი გახდა. ავტობუსი ქვეყნის დედაქალაქ დელიში მიემართებოდა.

პოლიცია სამაშველო ოპერაციას აგრძელებს.