ინდოეთში ალკოჰოლური ინტოქსიკაცით 39 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში ალკოჰოლური ინტოქსიკაცით 39 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით 39 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ (Euronews) იუწყება.

ალკოჰოლით მოწამვლის შემთხვევები ქვეყნის ჩრდილოეთში, უტარ-პრაშედის და უტარაკჰანდის შტატებში დაფიქსირდა.

როგორც ცნობილი გახდა, 26 ადამიანი უტარ-პრაშედის შტატში დაიღუპა, 13 პირი კი, მეზობელ უტარაკჰანდის შტატში გარდაიცვალა.

ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან მოწამვლის შემთხვევები რეგიონში გავრცელებულ ყალბ ლიქიორს უკავშირდება. შემოწმებით დადგინდა, რომ სასმელი მომწამვლელ ნივთიერებას, მეთილის სპირტს შეიცავს.

სამართალდამცველები ცდილობენ, გაარკვიონ, კიდევ იყიდება თუ არა აღნიშნული ალკოჰოლური სასმელი მაღაზიებში. პოლიციამ უკვე 400 ლიტრი ლიქიორის კონფისკაცია მოახდინა. ამასთან, დაკავებულია 30 ეჭვმიტანილი.

ინდოეთის სამართალდამცავი უწყებების ცნობით, არალეგალურად დამზადებული ალკოჰოლური ნივთიერებების მიღების შედეგად,  ინდოეთში ყოველწლიურად ათასზე მეტი ადამიანი იღუპება.