ინდოეთში 50 მანქანის შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა
ინდოეთში 50 მანქანის შეჯახების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში 50 მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, ათობით კი მძიმედ დაშავდა. ისინი ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ავარიის მიზეზი ნისლი გახდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი როჰტაკ რევარის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე მოხდა. დაზიანებულ ავტომობილებს შორის ერთი სასკოლო ავტობუსიც არის.