ინდოეთში 3 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა
ინდოეთში 3 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 70 589 შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ინდოეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ინდოეთში 776 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა, რაც 3 აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალი დღიური მაჩვენებელია.

ინდოეთში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის ექვსი მილიონ 150 ათასზე მეტი შემთხვევა. გარდაიცვალა 96 318 ინფიცირებული. ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა, აშშ-ის შემდეგ. მსხვერპლთა რიცხვით კი, მესამეა, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ.