ინდოეთში​ ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის შემთხვევათა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა
ინდოეთში​ ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის შემთხვევათა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

ინდოეთში​ კორონავირუსული ინფექციის რეკორდული ზრდა აღინიშნა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 20 903 ადამიანს დაუდასტურდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ ინდოეთში კორონავირუსული ინფექციის 625 544 შემთხვევა გამოვლინდა და 18 213 ადამიანი დაიღუპა.

ინდოეთის ხელისუფლება კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ეტაპობრივად ამსუბუქებს, თუმცა მაღალი რისკის ზონებში საკარანტინო ზომები შენარჩუნებულია. მომავალი კვირიდან ყველა ძეგლი, მათ შორის ტაჯ-მაჰალი ტურისტებისთვის კვლავ გაიხსნება.

პარალელურად, მარეგულირებლებმა მედიკამენტების მწარმოებელ ​ინდურ კომპანია „ზიდუსს“ კორონავირუსის პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე შემოწმების უფლება მისცეს. კომპანიამ განაცხადა, რომ მისმა ექსპერიმენტულმა ვაქცინამ ცხოველთა კვლევებში „ძლიერი იმუნური პასუხი“ აჩვენა და ტესტებში აქამდე წარმოქმნილ ანტისხეულებს ვირუსის მთლიანად განეიტრალება შეუძლიათ.