ინდოეთსა და ბანგლადეშში ციკლონ „ამფანის“ შედეგად 80-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი

11:42, 22.05.2020

ინდოეთსა და ბანგლადეშში ძლიერი ციკლონის „ამფანის“ შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 80-ს გადააჭარბა.

ყველაზე მეტად სტიქიამ დასავლეთ ინდოეთის დასავლეთ ბენგალიის შტატი დააზარალა, სადაც 72 ადამიანია დაღუპული. ძლიერმა ქარმა ათასობით ნაგებობა გაანადგურა, დატბორილია ქალაქ კოლკატას აეროპორტი.

მილიონზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, ციკლონ „ამფანს“ ინდოეთის ოდიშის შტატში ორი ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ შვიდი გარდაცვლილია ბანგლადეშში.

სტიქიის გამო, ინდოეთში საშიში ზონებიდან 600 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ბანგლადეშში ევაკუირებულია 2,6 მილიონი ადამიანი.

მსგავსი