ინდოეთმა რუსეთის და ბელარუსის სამხედრო წვრთნებში, „ზაპად 2025“-ში მონაწილეობის მისაღებად სამხედროები გაგზავნა
ინდოეთმა რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო წვრთნებში, „ზაპად 2025“-ში მონაწილეობის მისაღებად სამხედროები გაგზავნა. გამოცემა „თაიმსის“ ინფორმაციით, სამხედრო წვრთნებში ინდოეთის არმიის 65 ჯარისკაცი მონაწილეობს, მათ შორის ელიტური „კუმაონის“ ლეგიონის მებრძოლები.
გამოცემის ცნობით, ინდოელი სამხედროები ამჟამად მულინოს საწვრთნელ პოლიგონზე იმყოფებიან, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდიდან დასავლეთით, დაახლოებით, 65 კილომეტრში მდებარეობს.
„თაიმსის“ ცნობით, ინდოელი სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ წვრთნებში, ტაქტიკურ წვრთნებსა და სპეციალური საბრძოლო უნარების განვითარებაში.