ინდოეთისა და პაკისტანის საინფორმაციო საშუალებები სასაზღვრო ზონაში ინციდენტების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას
ინდოეთისა და პაკისტანის საინფორმაციო საშუალებები სასაზღვრო ზონაში ინციდენტების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას.
ინდოეთის მედიის ცნობით, პაკისტანის სამხედრო ძალებმა ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში, საკონტროლო ხაზის გასწვრივ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს, რაც უკვე მეხუთე დღეა, ზედიზედ ხდება.
ინდოეთის მედია წერს, რომ ქვეყნის სამხედროებმა პაკისტანის მხრიდან ცეცხლის გახსნას ეფექტურად უპასუხეს. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინდოეთის ხელისუფლება ჯამუსა და ქაშმირში სხვადასხვა ადგილას ინტენსიურ კონტრტერორისტულ ოპერაციას ატარებს.
პაკისტანის მედია წერს, რომ ქვეყნის სამხედროებმა კონტროლის ხაზთან, აზად ჯამუსა და ქაშმირში ინდოეთის სადაზვერვო აპარატი ჩამოაგდეს.
22 აპრილს ჯამუსა და ქაშმირის რეგიონში, ქალაქ ფაჰალგამში თავდასხმას 22 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის შემდეგ ინდოეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები უკიდურესად გამწვავდა. ინდოეთის მედიის თანახმად, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თავდაპირველად პაკისტანელი ტერორისტის, ჰაფიზ საიდის „ლაშქარ-ე-თაიბას“ მარიონეტულმა დაჯგუფებამ, „წინააღმდეგობის ფრონტმა“ აიღო, თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა. პაკისტანის ხელისუფლება თავდასხმასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.