თბილისიდან დელიში მიმავალ უკრაინულ თვითმფრინავს ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაშვება აიძულეს
ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა თბილისიდან დელიში მიმავალ უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავს დაშვება აიძულეს მას შემდეგ, რაც საფრენმა აპარატმა დადგენილი კურსიდან გადაუხვია.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „ენ-დი-ტივი“ ავრცელებს, რომლის ცნობითაც, თვითმფრინავი „ჯაიპურის“ აეროპორტში დაჯდა. არსებული ინფორმაციით, ინდოეთის გამანადგურებლები აედევნენ ან-12 (AN-12) ტიპის უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან ნიუ-დელიში ყარაჩის გავლით მიფრინავდა.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, ინდური მხარე ამჟამად მფრინავების დაკითხვას აწარმოებს.
#WATCH: Indian Air Force fighter jets force an Antonov AN-12 heavy cargo plane coming from Pakistani Air space to land at Jaipur airport. Questioning of pilots on. pic.twitter.com/esuGbtu9Tl
— ANI (@ANI) 10 May 2019