ინდოეთის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ გასული ღამე ძირითადად მშვიდი იყო ჯამუსა და ქაშმირში, ასევე საერთაშორისო საზღვრის გასწვრივ მდებარე სხვა რაიონებში, სადაც ინციდენტები არ მომხდარა
ინდოეთის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ გასული ღამე ძირითადად მშვიდი იყო ჯამუსა და ქაშმირში, ასევე საერთაშორისო საზღვრის გასწვრივ მდებარე სხვა რაიონებში, სადაც ინციდენტები არ მომხდარა

გასული ღამე ძირითადად მშვიდი იყო ჯამუსა და ქაშმირში და საერთაშორისო საზღვრის გასწვრივ მდებარე სხვა რაიონებში, სადაც ინციდენტები არ მომხდარა, – ამის შესახებ ინდური მედია ქვეყნის არმიაზე დაყრდნობით წერს.

ინდოეთის სამხედრო ძალებში აცხადებენ, რომ ოპერაცია „სინდურის“ ამოცანები შესრულებულია, თუმცა დანაკარგები ბრძოლის ნაწილია.

გავრცელებული ცნობით, ინდოეთში 32 აეროპორტი მუშაობას განაახლებს, რომლებიც ინდოეთ-პაკისტანის სამხედრო დაპირისპირების დროს დახურული იყო.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინდოეთისა და პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლები შემდგომ ნაბიჯებზე დღეს იმსჯელებენ.

ინდოეთსა და პაკისტანს შორის ზავის მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აშშ-მა. ქაშმირის სადაზვერვო რეგიონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 22 აპრილს პაჰალგამში ტერორისტული თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი მოკლეს. ინდოეთმა თავდასხმის განხორციელებაში ტერორისტული დაჯგუფებები დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ თავდასხმის ორგანიზებაში პაკისტანის სადაზვერვო სამსახური იყო ჩართული.

7 მაისს ინდოეთმა პაკისტანის კოტროლირებულ ქაშმირში და პაკისტანის ტერიტორიაზე ცხრა სამიზნეზე თავდასხმის შესახებ განაცხადა. ინდოეთში ამტკიცებენ, რომ დაბომბეს პაკისტანის 11 ავიაბაზა, მათ შორის რავალპინდის ბაზა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადის მახლობლად. ინდოეთი ასევე ამტკიცებს, რომ განადგურებულია „ლაშქარ ე ტაიბას“ და „ჯაიშ ელ მოჰამედის“ 100-ზე მეტი ტერორისტი. თავის მხრივ, პაკისტანი ამტკიცებს, რომ თავს დაესხა ინდოეთის 26 სამხედრო ობიექტს ინდოეთში და რომ პაკისტანის უპილოტო აპარატებმა ინდოეთის დედაქალაქ დელიმდე მიაღწიეს. პაკისტანში ასევე აცხადებენ, რომ ჩამოგდეს ხუთი სამხედრო თვითმფრინავი და მოკლეს ნოეთს არმიის 50 ჯარისკაცი. ორივე მხარემ გაავრცელა ინფორმაცია მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ.