ინდოეთის საგარეო უწყება - რუსული ნავთობის იმპორტის გამო ინდოეთისთვის ტარიფების დაწესებაზე აშშ-ის გადაწყვეტილება უსამართლო, გაუმართლებელი და დაუსაბუთებელია
ინდოეთის საგარეო უწყება - რუსული ნავთობის იმპორტის გამო ინდოეთისთვის ტარიფების დაწესებაზე აშშ-ის გადაწყვეტილება უსამართლო, გაუმართლებელი და დაუსაბუთებელია

აშშ-ის გადაწყვეტილება, ინდოეთს ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობის იმპორტისთვის, უსამართლო, გაუმართლებელი და დაუსაბუთებელია, – ამის შესახებ აღნიშნულია ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ინდოეთს საგარეო უწყების განცხადების თანახმად, ქვეყანა ყველა საჭირო ზომას მიიღებს თავისი ეროვნული ინტერესების დასაცავად.

„ჩვენ უკვე ნათლად გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ჩვენი იმპორტი დაფუძნებულია საბაზრო ფაქტორებზე და ხორციელდება ინდოეთის 1.4 მილიარდი მოქალაქის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთო მიზნით. ამიტომ უკიდურესად სამწუხაროა, რომ აშშ-მა ინდოეთის მიმართ დამატებითი ტარიფების დაწესება უნდა აირჩიოს იმ ქმედებებისთვის, რომლებსაც რამდენიმე სხვა ქვეყანა საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს“, – აღნიშნულია ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე დამატებით 25%-იანი ტარიფები დააწესა. როგორც ტრამპმა განმარტა, გადაწყვეტილება ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვების საპასუხოდ მიიღო.