ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ინდოეთი აფასებს ტრამპისა და პუტინის სამიტზე მიღწეულ პროგრესს, წინსვლა მხოლოდ დიალოგისა და დიპლომატიის გზით შეიძლება
ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ინდოეთი აფასებს ტრამპისა და პუტინის სამიტზე მიღწეულ პროგრესს, წინსვლა მხოლოდ დიალოგისა და დიპლომატიის გზით შეიძლება

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას ინდოეთი მიესალმება.

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ლიდერობა მშვიდობისკენ სწრაფვაში უაღრესად დასაფასებელია.

„ინდოეთი აფასებს სამიტზე მიღწეულ პროგრესს. წინსვლა მხოლოდ დიალოგისა და დიპლომატიის გზით შეიძლება. მსოფლიოს სურს უკრაინაში კონფლიქტის ადრეული დასრულება“, – აღნიშნულია განცხადებაში.