ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ინდოეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ პროგრესს მიესალმება
ინდოეთი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ პროგრესს მიესალმება, – ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრაჰმანიამ ჯაიშნკარმა აზერბაიჯანში სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ინდოეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ეს შექმნის პირობებს გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად.
„ინდოეთის პოზიცია ნათელია: ყველა კონფლიქტი დიალოგისა და დიპლომატიის გზით უნდა მოგვარდეს“, – აღნიშნა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.