ინდოეთის საავადმყოფოში ხანძარს რვა პაციენტი ემსხვერპლა

12:43, 06.08.2020

ინდოეთის საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ხანძარს რვა პაციენტი ემსხვერპლა.

შემთხვევა გუჯარათის შტატში გვიან ღამით მოხდა. ხანძრის გაჩენის მიზეზად ელექტრო გაყვანილობის გაუმართაობას ასახელებენ, რამაც მოკლე ჩართვა გამოიწვია.

მომხდარის გამო, კლინიკიდან 40-მდე პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა.

მსგავსი