ინდოეთის ქალაქ მუმბაიში სავაჭრო ცენტრი იწვის
ინდოეთის ქალაქ მუმბაიში სავაჭრო ცენტრი იწვის

ინდოეთის ქალაქ მუმბაიში სავაჭრო ცენტრი იწვის. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობს 250 მეხანძრე და 24 სახანძრო მანქანა.

სავაჭრო ცენტრის მახლობლად მდებარე 55-სართულიანი შენობიდან ევაკუირებულია 3 500-მდე ადამიანი.

ხანძრის ჩარქობისას დაშავდა ორი მეხანძრე. სამაშველო სამსახურების ცნობით, სავაჭრო ცენტრის შენობის მინის ფასადი ხანძრის ჩაქრობის ოპერაციას ართულებს, რადგან შენობიდან მინები ცვივა.

სავაჭრო ცენტრში ცეცხლის შესახებ შეტყობინება სახანძრო სამსახურში დაახლოებით დილის 08:53 საათზე შევიდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.