ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა, რომელიც ლონდონში ასრულებდა რეისს, კატასტროფა განიცადა, გავრცელებული ცნობებით, ბორტზე 240-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა

ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თვითმფრინავი ლონდონში ასრულებდა რეისს.

კატასტროფა ავიალაინერის აფრენისას მოხდა. ის, სავარაუდოდ, დასახლებულ რაიონში ჩამოვარდა. გავრცელებული ცნობებით, თვითმრინავის ბორტზე, სავარაუდოდ, 240-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

მსხვერპლის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ადამიანები სასწრაფო დახმარების მანქანებით გაჰყავთ.