ინდოეთის პრეზიდენტად დრაფადი მურმუ აირჩიეს
ინდოეთის პრეზიდენტად დრაფადი მურმუ აირჩიეს

ინდოეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტად ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის წარმომადგენელი აირჩიეს, ისტორიაში უკვე მეორედ – ქალი.

ინდოეთის რიგით მე-15 პრეზიდენტი დრაფადი მურმუ გახდა. მას ამომრჩეველთა 51%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი.

დრაფადი მურმუს გაპრეზიდენტება ერთ-ერთმა პირველმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მიულოცა.