ინდოეთის პრემიერი - ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირის ნაწილში განსაკუთრებული სტატუსის გაუქმება რეგიონს ძველ დიდებას დაუბრუნებს
ინდოეთის პრემიერი - ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირის ნაწილში განსაკუთრებული სტატუსის გაუქმება რეგიონს ძველ დიდებას დაუბრუნებს

ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირის ნაწილში განსაკუთრებული სტატუსის გაუქმება რეგიონს ძველ დიდებას დაუბრუნებს, – ამის შესახებ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ განაცხადა.

ნარენდრა მოდის თქმით, ინდოეთის განვითარებაში ქაშმირი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

ინდოეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებული სტატუსით მინიჭებულმა კონსტიტუციურმა მდგომარეობამ მხოლოდ კორუფცია წაახალისა.

მოდის არაფერი უთქვამს ქაშმირში კომუნიკაციების შეზღუდვაზე. 15 აგვისტოს ინდოეთი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, პაკისტანი კი 14 აგვისტოს. პაკისტანი ინდოეთს 1947 წელს გამოეყო.

ქაშმირის რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმაც. იმრან ხანის განცხადებით, სადავო ქაშმირი რეგიონში ინდოეთი სამხედრო მოქმედებებს გეგმავს.