ინდოეთის პრემიერ-მინისტრი – დამწუხრებული ვარ ირანის პრეზიდენტის ტრაგიკული გარდაცვალების გამო, ამ მწუხარების დროს ინდოეთი ირანის გვერდით დგას
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის დაღუპვას ეხმაურება.
„დამწუხრებული და გაოგნებული ვარ ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. მისი წვლილი ინდოეთი-ირანის ურთიერთობების განმტკიცებაში ყოველთვის იქნება დამახსოვრებული. ჩემი გულწრფელი სამძიმარი მის ოჯახსა და ირანელ ხალხს. ამ მწუხარების დროს ინდოეთი ირანის გვერდით დგას“, – წერს ინდოეთის პრემიერი სოციალურ ქსელში.
ირანული მედია პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის დაღუპვას ადასტურებს.
მედიის ინფორმაციით, ვერტმფრენში მყოფი ყველა პირი დაიღუპა. ვერტმფრენში, პრეზიდენტის გარდა, რვა პირი იმყოფებოდა, მათ შორის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი.
Deeply saddened and shocked by the tragic demise of Dr. Seyed Ebrahim Raisi, President of the Islamic Republic of Iran. His contribution to strengthening India-Iran bilateral relationship will always be remembered. My heartfelt condolences to his family and the people of Iran.…
— Narendra Modi (@narendramodi) May 20, 2024