ინდოეთის მთავრობა ქვეყანაში ელექტროსიგარეტების წარმოებას, იმპორტს, გაყიდვასა და რეკლამას კრძალავს

18:30, 18.09.2019

ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ელექტროსიგარეტების წარმოება, იმპორტი, გაყიდვა და რეკლამა აიკრძალება, – ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.

თუ რომელიმე კომპანია ან პირი აღნიშნულ აკრძალვას არ დაემორჩილება, 1 271 ევროთი დაჯარიმდება. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 6 351 ევრო იქნება, შემდეგ კი, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ინდოეთის მთავრობა ელექტროსიგარეტის მავნებლობას ასახელებს.

მსგავსი