ინდოეთის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოაცხადა
ინდოეთის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოაცხადა

ინდოეთის ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოაცხადა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნარენდა მოდიმ სატელევიზო მიმართვისას განაცხადა.

„თქვენი სახლებიდან გასვლაზე სრული აკრძალვა დაწესდება“, – განაცხადა ნარენდა მოდიმ.

საყოველთაო კარანტინი ადგილობრივი დროით შუაღამით ამოქმედდება და 21 დღეს გაგრძელდება.

ინდოეთში, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა, კორონავირუსით ინფიცირების 482 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია ცხრა ადამიანი.