ინდოეთის დედაქალაქში კორონავირუსის გამო, 20 უბანში მკაცრი კარანტინი გამოაცხადეს
ინდოეთის დედაქალაქში კორონავირუსის გამო, 20 უბანში მკაცრი კარანტინი გამოაცხადეს

ინდოეთის დედაქალაქში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, 20 უბანში მკაცრი კარანტინი გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, დელის 20 უბნიდან, სადაც ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული, არავის უშვებენ და ქალაქის ამ ნაწილებში შესვლის უფლებაც არავის აქვს.

ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს ქალაქში დამცავი პირბადის გარეშე გადაადგილება აუკრძალეს.

იმ უბნებს შორის, სადაც მკაცრი კარანტინი მოქმედებს, დელის ნიზამუდინის რაიონიც არის, სადაც რამდენიმე დღის წინ მუსლიმების რელიგიური შეკრება გაიმართა.

შედეგად ვირუსი ინდოეთის რამდენიმე მოქალაქეს დაუდასტურდა.

ინდოეთში ამჟამად გამოცხადებულია 21 დღიანი საყოველთაო კარანტინიც, რომლის ფარგლებშიც სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ყველა სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში, არ მოძრაობს საზოაგდოებრივი ტრანსპორტი, სახელმწიფო სამსახურების ნაწილი დისტანციურად განაგრძობს ფუნქციონირებას.

დატოვე კომენტარი