ინდოეთის დედაქალაქში აფეთქებას, სულ მცირე, რვა ადამიანი ემსხვერპლა

19:08, 10.11.2025

ინდოეთის დედაქალაქში წითელი ფორტის ციტადელთან ავტომობილის აფეთქებას, სულ მცირე, რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ავტომობილებზე გავრცელდა.

ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი უცნობია.

მსგავსი