ინდოეთის დედაქალაქ დელიში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა

13:06, 03.06.2026

ინდოეთის დედაქალაქ დელიში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე მობილიზებულმა სამაშველო ეკიპაჟებმა 40-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

ამ დროისთვის ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ცეცხლი სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულ რესტორანში გაჩნდა.

მომხდარს უკვე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

მსგავსი