ინდოეთის ჩრდილოეთ შტატებში ჩამოწოლილ მეწყერს სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთის ჩრდილოეთ შტატებში ჩამოწოლილ მეწყერს სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილოთ შტატებში ჩამოწოლილ მეწყერს სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ცნობით, სტიქიას იდუკის ოლქში 16, მალაპურამეში -ექვსი, კოჟიკოდეში ორი და ვაიანადეში ერთი ადამიანი შეეწირა.

მეწყერი გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია. ხელისუფლებაში შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება. სტიქიით დაზარალებულ ზონაში მოქალაქეების დასახმარებლად და სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩასართავად, დამატებითი ძალები გაგზავნეს.

სინოპტიკოსები უახლოეს პერიოდში გამოდარებას არ პროგნოზირებენ. ინდოეთში ოქტომბრამდე მუსონური წვიმის სეზონია.

დატოვე კომენტარი