ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ჰიმაჩალ-პრადეშის, ჯამუსა და ქაშმირის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ჰიმაჩალ-პრადეშის, ჯამუსა და ქაშმირის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ჰიმაჩალ-პრადეშის, ჯამუსა და ქაშმირის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

გავრცელებული ცნობით, დაკარგულთა უმეტესობა, 26 ადამიანი ჯამუსა და ქაშმირის შტატებშია. აქ სტიქიას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ცხრა ადამიანი კი ჰიმაჩალ პრადეშში გარდაიცვალა.

გასულ კვირას ქვეყანაში მუსონური წვიმის შედეგად წარმოქმნილ მეწყრულ პროცესებსა და წყალდიდობებს სულ მცირე 160 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ ყველაზე მეტად ქვეყნის დასავლეთით და სამხრეთით მდებარე შტატები დააზარალა.