ინდოეთის ჩრდილოეთ რეგიონში ქვათაცვენას სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ინდოეთის ჩრდილოეთ რეგიონში ქვათაცვენას სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილოეთ რეგიონში ქვათაცვენას სულ მცირე ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ინდოეთის ჩრდილოეთით, ჰიმაჩალ პრადეშის პროვინციაში, გზატკეცილზე ქვის მასიური ლოდების ჩამოცვენის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. გარდა ამისა, ჩამოცვენილი ლოდების ქვეშ სულ მცირე 30 ადამიანია აღმოჩენილი.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ადგილზე 200 მაშველი და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, რომლებიც ლოდების ქვეშ მოყოლილი ადამიანების ამოყვანას ცდილობენ.

ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია ქვათაცვენა. აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა ქვათაცვენამ 136 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა მაჰარაშთრას შტატში.