ინდოეთის ბენგალურუს შტატში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა
ინდოეთის ბენგალურუს შტატში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

ინდოეთში, ბენგალურუს შტატში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ბენგალურუს შტატი ინდოეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების ახალი ეპიცენტრი გახდა. შტატში, სადაც 13 მილიონი მოსახლე ცხოვრობს, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მომდევნო შვიდი დღის განმავლობაში საყოველთაო კარანტინი იმოქმედებს.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების მიხედვით, ინდოეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ქვეყანაში ინფიცირების 900 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილია 23 700-ზე მეტი ადამიანი.

დატოვე კომენტარი