ინდოეთის არმიამ პაკისტანის დარტყმებს „აშკარა ესკალაცია“ უწოდა
ინდოეთის არმიამ პაკისტანის დარტყმებს „აშკარა ესკალაცია“ უწოდა

ინდოეთის არმიამ პაკისტანის დარტყმებს „აშკარა ესკალაცია“ უწოდა.

როგორც ინდოეთის არმიაში აცხადებენ, პაკისტანის „აშკარა ესკალაცია“ ინდოეთის დასავლეთ საზღვრებზე დრონებისა და სხვა საბრძოლო საშუალებების გამოყენებით გრძელდება.

მათი ცნობით, პენჯაბის შტატში მრავალი დრონი დააფიქსირეს.

„მტრის დრონები დაუყოვნებლივ იყო აღმოჩენილი და განადგურებული ჩვენი საჰაერო თავდაცვის დანაყოფების მიერ. პაკისტანის უხეში მცდელობა, დაარღვიოს ინდოეთის სუვერენიტეტი და საფრთხე შეუქმნას სამოქალაქო პირებს, მიუღებელია. ინდოეთი ჩაშლის მტრის გეგმებს“, – ნათქვამია არმიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, პაკისტანის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ინდოეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყეს და ახორციელებენ საპასუხო დარტყმებს ინდოეთზე მას შემდეგ, რაც ისლამაბადმა დელის სამი საავიაციო ბაზის დაბომბვაში დასდო ბრალი.