ინდოეთი ქაშმირის ნაწილში ადამიანების გადაადგილებაზე და საკომუნიკაციო ხაზებზე შეზღუდვებს რამდენიმე დღეში შეამსუბუქებს

15:04, 16.08.2019

ინდოეთი ქაშმირის ნაწილში ადამიანების გადაადგილებაზე და საკომუნიკაციო ხაზებზე შეზღუდვებს რამდენიმე დღეში შეამსუბუქებს. ამის შესახებ ინდოეთის ფედერალურმა მთავრობამ ქვეყნის უზენაეს სასამართლოს განუცხადა.

შეზღუდვები ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირის ნაწილში მოიხსნება. სადავო რეგიონს ინდოეთი და პაკისტანი აკონტროლებენ.

სასამართლოში გაზეთის რედაქტორის სარჩელი განიხილეს, რომელიც ტელეფონის და ინტერნეტის მომსახურების აღდგენას ითხოვდა. რამდენიმე სერვისი რეგიონში განსაკუთრებული სტატუსის გაუქმებამდე შეიზღუდა.

მსგავსი