ინდოეთი აშშ-სგან 3 მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვით შეიარაღებას შეიძენს
ინდოეთი აშშ-სგან 3 მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვით შეიარაღებას შეიძენს

ინდოეთი ამერიკის შეერთებული შტატებისგან 3 მილიარდი დოლარის ღირებულების თავდაცვით შეიარაღებას შეიძენს. ამის შესახებ ნიუ დელიში ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონსა და ნიუ დელის სავაჭრო შეთანხმება ამ დროისათვის არ აქვთ. მხარეები ყოვლისმომცველი შეთანხმების მისაღწევად, მოლაპარაკების დაწყებას გეგმავენ.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ლიდერებმა განიხილეს მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტ ქსელის უსაფრთხოების საკითხიც.