IndieWire-მა დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ დაასახელა 15 საუკეთესო საერთაშორისო ფილმში, რომელიც „ოსკარის“ ნომინანტი შეიძლება, გახდეს
IndieWire-მა დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ დაასახელა 15 საუკეთესო საერთაშორისო ფილმში, რომელიც „ოსკარის“ ნომინანტი შეიძლება, გახდეს

IndieWire-მა 15 საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმი გამოავლინა, რომელიც „ოსკარის“ ნომინანტი შეიძლება, გახდეს. სურათებს შორის მოხვდა ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“.

„დასაწყისი“ დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ფილმი 2020 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში შეირჩა. კორონავირუსის პანდემიის გამო, კინოფესტივალი არ ჩატარდა ტრადიციული ფორმით, თუმცა „დასაწყისი“ მოგვიანებით კანში მაინც აჩვენეს ფესტივალის სპეციალური გამოშვების ფარგლებში.

„დასაწყისის“ ჩრდილოეთ ამერიკული პრემიერა შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც ფილმს გადაეცა კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციაციის (FIPRESCI) ჯილდო. ფილმის მსოფლიო პრემიერა კი, გაიმართა სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე. სან-სებასტიანში ფილმი ოთხი ჯილდოს მფლობელი გახდა: ფესტივალის მთავარი პრიზი „ოქროს ნიჟარა“, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო (დეა კულუმბეგაშვილი), საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო (ია სუხიტაშვილი) და ჟიურის სპეციალური პრიზი საუკეთესო სცენარისთვის (დეა კულუმბეგაშვილი, რატი ონელი). „დასაწყისი“ გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და გარშემო სოფლებში. ფილმი  შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

„ოსკარის“ ნომინანტები 9 თებერვალს გამოვლინდება.

დატოვე კომენტარი