„ინდიანა პეისერსი“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციაში 39 მოგებითა და 26 მარცხით ჯერჯერობით მე-5 ადგილზე იმყოფება. დღეს ინდიანელებმა საკუთარ არენაზე „ბოსტონთან“ 111-114 წააგეს. ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია გოგა ბითაძეს, რომელსაც მიმდინარე სეზონზე მოედანზე გამოსვლა მცირე ხნით უწევს. მისი საშუალო მონაგარი 3.1 ქულა და 2.0 მოხსნა არის.
ერთერთ ინტერვიუში „პეისერსის“ მთავარმა მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა სათადარიგო კალათბურთელებზე და მათ როლზე ისაუბრა. „ინდიანას“ თავკაცმა აღნიშნა, რომ მის გუნდს საკმაოდ სოლიდური სათადარიგოთა სკამი აქვს, რომლებმაც თავიანთი საქმე კარგად იციან.
ბოლო პერიოდის მანძილზე 20 წლის ქართველმა ცენტრმა ყველაზე შედეგიანი შეხვედრა „მილუოკისთან“ გამართა, სადაც 9 ქულა დააგროვა. მომდევნო მატჩს „ინდიანა“ 11 მარტს, შინ, „ბოსტონ სელტიქსთან“ გამართავს.