ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 80 472 ადამიანი დაინფიცირდა, 1 179 პაციენტი კი გარდაიცვალა
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 80 472 ადამიანი დაინფიცირდა, 1 179 პაციენტი კი გარდაიცვალა

ინდოეთში კორონავირუსის 80 472 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 1 179 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ინდოეთში კორონავირუსის 6. 23 მილიონი შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის  97 497 პაციენტი გარდაიცვალა.

„კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელით ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა.